ტერორისტული დაჯგუფების – “ჰაკკანის ქსელის” დამფუძნებელი გარდაიცვალა
ტერორისტული დაჯგუფების – “ჰაკკანის ქსელის” დამფუძნებელი ჯალალუდდინ ჰაკკანი გარდაიცვალა, ამის შესახებ ავღანური ტელევიზია იუწყება. ტელეარხის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, ჰაკკანი ავადმყოფობდა და საწოლს იყო მიჯაჭვული.
“ჰაკკანის ქსელი” აშშ-მა ტერორისტულ დაჯგუფებად ამერიკულ სამხედროებსა და ავღანეთის სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმის გამო 2012 წელს გამოაცხადა. დაჯგუფება ამერიკის საელჩოს ქაბულში 2012 წელს დაესხა თავს. მის წევრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან, როგორიცაა მაგალითად, “თალიბანი” და “ალ-ქაიდა”.