მამაკაცმა სახლში გვამი მიიტანა და შვილს დასაფლავებაში დახმარება სთხოვა
ამერიკაში მცხოვრებმა 50 წლის უილიამ პორტერმა 54 წლის დევიდ ბრედლი იმის გამო მოკლა, რომ მან მისი ქალიშვილი უხეშად მოიხსენია. მკვლელობის შმდეგ, გვამი სახლში მოიტანა და ქალიშვილს დასაფლავებაში დახმარება სთხოვა. ბოლოს, მამაკაცმა გვამი საკუთარ მანქანაში ჩადო და ქალიშვილთან ერთად, ტბისკენ გაემგზავრა.