ესპანეთში მომხდარი ავარიის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულები

ესპანეთში, ქალაქ ავილესში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პროვინცია ასტურიის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
წყაროს თანახმად, შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:40 საათზე მოხდა. როდესაც ავტობუსი ხიდის ბეტონის საყრდენ კედელს შეეჯახა.
27 დაშავებულიდან რამდენიმე საავადმყოფოებში ვერტმფრენით გადაიყვანეს.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები