10 წლის გოგონა თანაკლასელებმა ხეზე ჩამოკიდეს

10 წლის ამბერ იუნი თანაკლასელებმა სკოლის ეზოში, სახტუნაო თოკით, ხეზე ჩამოკიდეს. ავსტრალიელი გოგონა, რომელსაც გული აწუხებს, ძლივს გადაარჩინეს. ამბერის დედა ყვება, რომ გოგონა თანაკლასელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო, თუმცა ისინი ძალადობას ან ფიზიკურ ანგარიშსწორებას აქამდე ვერ ბედავდნენ. ამჯერად კი მასწავლებელმა ამბერი ხეზე ჩამოკიდებული იპოვა. გოგონას ყელზე სახტუნაო თოკი ჰქონდა შემოხვეული, ის უკვე ძლივს სუნთქავდა და ფეხებით მიწას უკვე თითქმის ვეღარ სწვდებოდა.
პედაგოგმა გოგონა ხიდან ჩამოხსნა. საბედნიეროდ, მას ძლიერი ტრავმა არ მიუღია. ეს ნამდვილი საოცრება იყო, რადგან გოგონას თანდაყოლილი მანკი აქვს. თავად გოგონამ უფროსებს უამბო, რომ იმ მომენტში სიცოცხლეს დაემშვიდობა.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები