ხარკოვის სკოლიდან ომის დროინდელი საბრძოლო მასალის გამო, 230-მდე მოსწავლის ევაკუაცია განახორციელეს

ხარკოვში, სკოლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო მასალის გამო, 555 ადამიანი, მათ შორის, 235 სკოლის მოსწავლის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.
პოლიციის ინფორმაციით, სპეციალისტებმა საბრძოლო მალა ამოიღეს, ქალაქის მიღმა გაიტანეს და გაანადგურეს. ამ დროისთვის, სამართალდამცავები იძიებენ, რა ვითარებაში მოხვდა საბრძოლო მასალა სკოლის ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები