სამარაში, საზარელი ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)
სამარაში, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შემხვედრ ზოლზე გადავიდა, სადაც სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. ავარიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
როგორც კადრებში ჩანს, Toyota Lite-ის მარკის ავტომობილის მძღოლი შემხვედრ ზოლზე გადავიდა, რა დროსაც მან მომავალი მანქანა ვერ შენიშნა.