გერმანულმა გაზეთმა რუსული სამხედრო სწავლებები – “Восток-2018” მეორე მსოფლიო ომს შეადარა

დასავლური პრესა კვლავ განაგრძობს რუსული სამხედრო სწავლებების – “Восток-2018”-ის განხილვას. სამხედრო მანევრი 11-დან 15 სექტემბრამდე ჩატარდება და რუსეთის ახალ ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი იქნება.
გერმანული გამოცემა Handelsblatt წერს, რომ სწავლება, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება, მეორე მსოფლიო იმის ოპერაციებს ჰგავს. განხილვაში ასევე ნახსენებია ექსპერტების მოსაზრებები, რომელთა აზრითაც, რუსეთი, მსგავსი სამხედრო წვრთნებით, მთელ მსოფლიოს გარკვეულ სიგნალს აწვდის.
ამავდროულად, ვაშინგტონის შიშს კიდევ უფრო ამყარებს მოსკოვისა და პეკინის მჭიდრო სამხედრო კავშირი. გამოცემა Handelsblatt-ს განმარტებით, რეგიონში ასევე დაგეგმილია აღმოსავლეთ ეკონომიკური რიგით მეოთხე ფორუმის ჩატარება, რომელიც ადასტურებს მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობას ეკონომიკის სფეროში. მედიის ვარაუდით, რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის არ არის იზოლირებული და კავშირს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან ამყარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები