ლიბიაში, ციხიდან 400-მდე პატიმარი გაიქცა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში მდებარე ციხიდან 400-მდე პატიმარი გაიქცა. არეულობის შედეგად, მათ თვითნებურად დატოვეს გამოსასწორებელი დაწესებულება. ამის შესახებ ტელეარხი Al Arabiya იტყობინება.
არეულობა ციხეში მას შემდეგ დაიწყო, რაც პატიმრებმა გაიგეს, რომ გარეთ, საპატიმროსთან ახლოს, შეიარაღებული დაჯგუფების შეტაკება მოხდა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა გაქცეულ პატიმრებს, მსხვერპლის არიდების მიზნით, ცეცხლი არ გაუხსნეს.
ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტრიპოლის სამხრეთით, შეიარაღებული დაჯგუფებების შეტაკების შედეგად, 40 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები