ერდოღანმა თურქულენოვან ქვეყნებს ერთმანეთთან ვაჭრობაში დოლარიდან ნაციონალურ ვალუტაზე გადასვლა შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯიპ ერდოღანმა, თურქულენოვანი ქვეყნების საბჭოზე, დოლარზე დამოკიდებული მსოფლიო ვაჭრობის თემა კვლავ აქტუალური გახადა. ერდოღანის თქმით, დოლარის გამოყენება სავაჭრო ოპერაციებში საქონლის ბრუნვას ხელს უშლის, შესაბამისად, მან თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს, ქვეყნებს შორის ნაციონალური ვალუტით ვაჭრობა შესთავაზა.
„ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. სხვადასხვა ქვეყნები საერთაშორისო დიალოგს უგულებელყოფენ და მუქარასა და შანტაჟს ამჯობინებენ. საერთაშორისო სანქციები შეთანხმებას საფრთხეს უქმნის. თუქრულენოვანმა ქვეყნებმა სოლიდარობა უნდა გამოიჩინონ, რათა საერთაშორისო სისტემამ სამართლიანად იმუშაოს“,- განაცხადა ერდოღანმა.
ეს ინიციატივა ერდოღანს არაერთხელ წამოუყენებია. ორი დღით ადრე კი ბიშკეკში გამართულ ბიზნესფორუმზე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ვაჭრობის დოლართან მიჯაჭვულობა დიდ პრობლემებს ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები