“პენტაგონმა აღიარა, რომ ამერიკა ახალი რუსული იარაღის წინაშე უძლურია”
ომის შემთხვევაში, აშშ-ის ტერიტორია ვერ მოახერხებს გადარჩენას, თუ მის წინააღმდეგ ახალი რუსული და ჩინური იარაღები იქნება გამოყენებული. ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების და საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გენერალი ტერრენს ო’შონესი აცხადებს.
მისივე განმარტებით, პენტაგონი ახალი იარაღისგან თავდაცვის გზებს უკვე ეძებს.
“ადრე ჩვენ ვთვლიდით რომ ოკეანე, რომელიც გარს გვარტყია და მეგობარი ქვეყნები ჩრდილოეთსა და სამხრეთში ჩვენ ქვეყანას სხვისთვის მიუღწევლად ქმნიდნენ, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, ვინაიდან ახლა არიან მოწინააღმდეგები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენს ტერიტორიებზე შემოღწევა”, – განაცხადა გენერალმა.
ამა წლის მარტში პუტინმა ახალი, უკვე გამოცდილი იარაღების პროტოტიპებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის დაცვას გრძელვადიანად უზრუნველყოფს. მათ შორის არის საავიაციო კომპლექსი “Кинжал”, სარაკეტო კომპექსი “Сармат”, ფრთიანი რაკეტა ბირვული ენერგო დანადგარით “Буревестник” და ლაზერული იარაღი. პრეზიდენტმა ასევე ახსენა ჰიპერხმოვანი იარაღი-“ავანგარდის” სისტემიდან, რომელსაც ატმოსფეროს სხვადასხვა ფენებში და ასევე კონტინენტებს შორის მაღალი სიჩქარით შეუძლია ფრენა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა უარი განაცხადა განეხილა რუსეთთან სტრატეგიული ბალანსის დარღვევის საშიშროებები და ყური არ დაუგდო მოსკოვის მიერ გაფრთხილებებს საფრთხის განეიტრალების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ამერიკის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემისთან. მოგვიანებით კი პენტაგონის სტრატეგიული სამმართველოს უფროსმა ჯონ ხაიტენმა აღიარა, რომ შეერთებულ შტატებს ახალი იარაღისგან ეფექტური თავდაცვის საშუალება არ გააჩნია.