მელბურნის ქიმიურ ქარხანაში ხანძარია (ფოტო,ვიდეო)

ავსტრალიაში 100 მეტი მეტი მეხანძრე და 30 მდე სპეცტექნიკაა მობილიზებული ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც მელბურნში, შტატ ვიქტორიაში, ქიმიურ ქარხანაში გაჩნდა. ამის შესახებ შტატის უსაფრთხოების დეპარტამენტი იტყიბინება.
როგორც ცნობილია, ხანხძარი დღეს, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე დაიწყო.
მოსახლეობის ინფრომაციით, შემთხვევის ადგილიდან ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. მთავრობა თერთმეტივე რაიონის მოსახლეობას კვამლში დიდი ოდენობით ტოქსიკური ნივთიერებების გამო საკუთარ სახლებში დარჩენას მოუწოდებს.
11 საათისთვის მეხანძრებმა ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს, მაგრამ ხანძრის ლიკვიდაცია ამ დროისთვის ვერ ხერხდება ვინაიდან აფეთქების საშიშრობაა ქარხნის შენობებში შენახული აცეტონის და გაზის ბალონების გამო. ინფორმაცია დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები