53 წლის ავსტრიელი მინისტრი, რომლის ქორწილშიც პუტინი იყო, ცუდად გახდა
53 წლის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ქორწილშიც ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა, გონება დაკარგა.
ალპებში მიმდინარე ევროპული ფორუმის დროს, კარინ კნაისლს მოულოდნელად გული წაუვიდა. ამის შესახებ გამოცემა Kronen Zeitung იუწყება.
ავსტრიის საგარეო უწყების წარმომადგენლის ტომას შნელის განცხადებით, კნაისლმა მოულოდენლად „თავი შეუძლოდ იგრძნო“.
მედიკოსებმა მინისტრს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. როგორც ირკვევა, ის უკვე სასტუმროში, თავის ნომერში იმყოფება და ისვენებს.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილი დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიმართა. ქორწილში სტუმრის რანგში იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. მან გერმანულად სადღეგრძელო თქვა და პატარძალთან ერთად იცეკვა.