თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინის და ერდოღანის შეხვედრას აანონსებს
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ერდოღანი, უახლოეს დროში ერთმანეთს ირანში შეხვდებიან. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, შეხვედრაზე განაცხადა.
“უახლოეს დროში მოსალოდნელია კონტაქტი ჩვენი პრეზიდენტების დონეზე”, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ასევე მან დაამატა, რომ შეხვედრა ასტანას სამიტის ფორმატში შედგება.