ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბასა და ანატოლი ბიბილოვს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტებს” რაულ ხაჯიმბასა და ანატოლი ბიბილოვს შეხვდება.
ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ირკვევა შეხვედრა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების ათი წლის იუბილეს უკავშირდება.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, „ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განხილვა იგეგმება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები