რამ გამოიწვია ხანძარი კემეროვოს სავაჭრო ცენტრში – ექსპერტიზა მიზეზს ასახელებს

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ კემეროვოში, სავაჭრო ცენტრ “Зимняя вишня”-ში, გაჩენილი ხანძრის მიზეზი დაასახელა.

როგორც ადგილობრივი მედია ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, ხანძარი სავაჭრო ცენტრ “Зимняя вишня”-ში დიოდური შუქის მანათობლიდან დაიწყო, სადაც სახურავიდან წყალი ჩავიდა.

მანათობელი ავტომატურად უნდა გამორთულიყო, მაგრამ გაუმართაობის გამო არ გამორთულა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი “Зимняя вишня”-ში 25 მარტს მოხდა.
დაიღუპა 60 ადამიანი, მათგან 37 ბავშვი. სავაჭრო ცენტრის შენობა ექსპლუატაციიას არ ექვემვემდებარებოდა და შენობა დაანგრიეს. ნაგებობის ადგილას მემორიალური სკვერი განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები