აშშ-ში, ტრამპზე მონადირე ქილერის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე ჯილდო დააწესეს

აშშ-ის ფედერალური მარშალის სამსახურმა ჯილდო დააწესა ინფორმაციაზე, რომელიც სამართალდამცავებს 27 წლის შონ რიჩარდის დაჭერაში დაეხმარება. მან Facebook-ის მეშვეობით ღიად განაცხადა პრეზიდენტის მოკვლის სურვილზე.

რამდენიმე დღის წინ შტატ პენსილვანიის მკვიდრმა შონ რიჩარდმა სოციალურ ქსელში განათავსა პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველი გზავნილი.

მამაკაცზე ძებნაა გამოცხადებული. ბოლოს იგი გასულ კვირა დღეს ქალაქ კამბერლენდში ნახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები