ინდოეთში ავტობუსი, რომელსაც მომლოცველები გადაჰყავდა ხევში გადავარდა

ინდოეთის შტატ ქაშმირში ავტობუსი, რომელსაც მომლოცველები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, გარდაიცვალა 12, ხოლო მძიმედ დაშავდა ორი მგზავრი.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა, გზის რთულ მონაკვეთზე, საჭე ვერ დაიმორჩილა და სწორედ ეს გახდა ტრაგედიის მიზეზი.

თორმეტივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. კიდევ ორი დაშავებული ახლო მდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები