ჩეჩნეთში უცნობი პირები პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ – ლიკვიდირებულია 2 ეჭვმიტანილი

ორი დაუდგენელი პირი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ შალის პოლიციის განყოფილებას თავს დაესხა. ისინი დანებით იყვნენ შეიარაღებული.
უცხოური მედიის ცნობით, ბოროტმოქმედებმა 2 პოლიციელი დაჭრეს, რის შემდეგაც ადგილობრივმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნეს.
ჩეჩნეთის შს სამინისტროს ცნობით, ორივე მათგანი ლიკვიდირებულია.
„პოლიციელები ადგილობრივ კლინიკაში არიან გადაყვანილი, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ოპერატიული სამსახურები მუშაობენ. დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ“, – ნათქვამია ჩეჩნეთის ძალოვანი უწყების განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი შალი გროზნოდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები