რუსეთში სარაკეტო-კოსმოსური კორპორაციის ხელმძღვანელი დააკავეს
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია „ენერგიის“ გენერალური დირექტორი – ალექსეი ბელობოროდოვი და მისი ორი თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ეჭვმიტანილებს ბრალი ფედერალური ხელისუფლების სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლის 159-ე ნაწილით შეუფარდეს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის გამოძიებაში ჩართულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკურ დანაშაულებებთან ბრძოლის განყოფილება. ცოტა ხნის წინ, მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია „ენერგიის“ ხელმძღვანელ პირს და მის ორ თანამშრომელს ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ და რომ მათ დანაშაული აღიარეს.