რუმინეთის შს მინისტრმა აქციაზე ნაცემ 500 დემონსტრანტს ბოდიში მოუხადა

რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარმენ დენმა 10 აგვისტოს დემონსტრაციის დარბევაში დაზარალებულებს ბოდიში მოუხადა.
ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებას 90-გვერდის ანგარიში წარუდგინა, სადაც მასშტაბური მანიფესტაციის დღის ანალიზია მოცემული.
ათიათასობით ადამიანი ბაჰარესტის ქუჩებში ათი დღის წინ გამოვიდა, მათ ხელისუფლება კორუფციასა და ეკუნომიკურ კრიზისში დაადანაშაულეს. საპროტესტო აქცია თავდაპირველად, მშვიდობიან ფორმატში მიმდინარეობდა, თუმცა ის მოგვიანებით მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.
რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მანიფესტაციაზე არეულობის განსამუხტად, პოლიციური ძალები გამოიყენეს. მათ ცრემლმდენი გაზი გაუშვეს, მომიტინგეები კი ხელკეტებით სცემეს. შემთხვევის შედეგად, აქციის 500 მონაწილე დაშავდა, 70 ადამიანი კი, შედარებით მძიმე დაზიანებებით, ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს.
ქვეყნის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათი ჟანდარმების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

ამჟამად დაპირისპირებაა რუმინეთის მმართველ პარტიაშიც. პოლიტიკოსების ნაწილი აღმასრულებელ ხელისუფლებას ქვეყნის მოსახლეობის მიმართ არასწორი მიდგომების გამოყენებასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები