რუსეთში, „ისლამური სახელმწიფოს” დაფინანსების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

„ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების ბრალდებით რუსეთში, ტონსკის ოლქში აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, “ფეესბეს“ თანამშრომლებმა გამოავლინეს ფაქტები, რითაც დასტურდება, რომ ბოროტმოქმედი თანხებს ტერორისტებს ურიცხავდა. ოლქის სამართალდამცველები იუწყებიან, რომ დამნაშავე პირმა იცოდა, რომ აღნიშნული დაფინანსება ტერორისტული აქტების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ხელისუფლება „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირე პირი შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია, რომ მას „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის“ ბრალდება უკვე წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები