ანკარაში აშშ-ს საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)

თურქეთში, ანკარაში უცნობმა პირებმა ამერიკის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი დაახლოებით დილით 5 საათზე მოხდა. საელჩოს 4 ან 5 ტყვია თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილიდან ესროლეს. ტყვიები პოლიციის ჯიხურს მოხვდა, რომელიც საელჩოს იცავდა.
დაშავებულები არ არიან. მომხდარის ადგილას პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები