პუტინმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში, პატარძალთან იცეკვა
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნაისლისა და ბიზნესმენ ვოლფგანგ მაილინგერის ქორწილში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პატარძალთან იცეკვა. რუსეთის პრეზიდენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილს 18 აგვისტოს დაესწრო. კარინ კნაისლმა პუტინი თავის ქორწილში ვენაში რუსეთის ლიდერის ბოლო ვიზიტის დროს დაპატიჟა.
საქორწინო ცერემონია, რომელიც ადგილობრივი დროით 14 საათზე უნდა დაწყებულიყო, რამდენიმე წუთით გადაიდო, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ვლადიმერ პუტინი 10 წუთის დაგვიანებით მივიდა.
ევროპარლამენტის დეპუტატის, მიშელ რაიომონდის განცხადებით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – კარინ კნაისლი ქორწილში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიპატიჟების გამო, უნდა გადადგეს. მისი თქმით, თუ მინისტრი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ ფედერალურმა კანცლერმა უნდა მოსთხოვოს პრეზიდენტს მისი გადაყენება. ამის შესახებ დეპუტატი Twitter-ზე წერს. ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Austria-netz.com-ი ავრცელებს.
53 წლის კნაისლი ბიზნესმენ ვოლფგანგ მაილინგერზე დაქორწინდა.