სისხლიანი გარჩევა ფლორიდის სკოლაში – დაჭრილია ორი მოსწავლე

ფლორიდაში, პალმ-ბიჩის საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის დროს, ორი მოსწავლე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ამის შესახებ მედიას ადგილობრივმა შერიფმა განუცხადა. შემთხვევა სკოლის სტადიონზე, ფეხბურთის თამაშის დროს დაწყებულ კამათს მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მოზარდებმა უთანხმოების შემდეგ, ერთმანეთის მიმართულებით სროლა დაიწყეს. ერთ-ერთი დაჭრილი მოსწავლე საავადმყოფოში მეგობარმა წაიყვანა, მეორე კი შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა.
სისხლიანი გარჩევის შემდეგ ადგილზე მისულმა პოლიციამ სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეების ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისთვის, დაშავებული მოზარდების ასაკისა და ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საქმეს პალმ-ბიჩის პოლიცია იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები