ისრაელში მეჩეთი ალ-აქსა დახურეს – პალესტინა ტაძრის გახსნას ითხოვს

ისრაელში სამხედროებმა მეჩეთ ალ-აქსას შესასვლელი მას შემდეგ დახურეს, რაც ადგილობრივ საპატრულო პოლიციაზე თავდასხმა განხორციელდა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთი ბოროტმოქმედი წმინდა მთაზე სამართალდამცველს მიუახლოვდა და მისთვის დანის დარტყმა სცადა. შემთხვევის შემდეგ, ადგილობრივმა პოლიციამ ტაძრიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.
აღნიშნულ ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ პალესტინაში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო სხდომა მოიწვია. ავტონომიური რესპუბლიკის მმართველმა, მაჰმუდ აბასმა ისრაელის ხელისუფლებას მლოცველებისთვის მეჩეთის დაუყოვნებლივ გახსნა მოსთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები