3 გარდაცვლილი და 51 დაშავებული – პოლონეთში ტურისტებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა
სამი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. ცნობილია, რომ ათეულობით პირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლესჩავა-დოლნაში მოხდა.
ადგილობრივი ტელეკომპანია TVN24 იუწყება, რომ ავტობუსი, რომლითაც 54 ადამიანი მგზავრობდა, გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მედიის ცნობით, გარდაცვლილების და დაშავებულების უმეტესობა ტურისტები არიან, რომლებიც პოლონეთში უკრაინის ქალაქ ლვოვიდან ჩავიდნენ.
ამ დროისთვის, ადგილობრივ კლინიკაში 51 მგზავრია გადაყვანილი. საგზაო შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია.