იტალიაში დღეს გლოვის დღეა – ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ
იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელშიც ოჯახის სამი წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 38 დაღუპულზე.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, გენუას მახლობლად, საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა, რომელზეც ჩქაროსნული ტრასა A10 გადიოდა. ინციდენტის დროს ხიდზე 30-მდე ავტომობილი იყო.