ინდოეთში, რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, 167 ადამიანია გარდაცვლილი
ინდოეთის სამხრეთით მდებარე შტატ კერალაში ერთკვირიანი მუსონური წვიმების შედეგად, 167 მდე ადამიანია გარდაცვლილი.
ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე შტატ კერალაში მუსონური წვიმები 8 აგვისტოს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაღუპულთა რიცხვმა 167-ს მიაღწია. სტიქიის დარტყმის შედეგად, დასახლებული პუნქტები დაიტბორა, საგრძნობლად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის ქონება.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდის განცხადებით, ის დღეს კერალაში გაემგზავრება და რეგიონში სამაშველო ოპერაციების სვლას ადგილობრივ მთავრობასთან ერთად განიხილავს .