სოულის დედოფალი – არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა
76 წლის ასაკში სოულის დედოფალი – არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა.
როგორც უცოური მედია წერს, მომღერალი დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
2010 წელს მომღერალს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.
არეტა ფრანკლინმა ბოლო წარმოდგენა გასული წლის ნოემბერში, მომღერალ ელტონ ჯონის ფონდის მხარდაჭერით გამართა. მემფისში დაბადებულმა მომღერალმა განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებით Respect, Natural Woman, Think და Say a Little Prayer-ით მოიპოვა.
2005 წელს, სოულის დედოფლად წოდებული მომღერალი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა „მილიონობით ამერიკელის გულის დაპყრობისთვის“, საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.