გენუაში საავტომობილო ხიდის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
როგორც ადგილობრივი მედია იტალიელ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, ხიდიდან დაახლოებით 30 მანქანა ჩავარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 16 ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.
ქალაქ გენუას ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღევანდელი და ხვალინდელი დღეები გლოვის დღედ გამოაცხადა.
თვითმხილველთა განცხადებით, გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე, მას მეხი დაეცა.
აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული, მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა.