გაეროს მაღალჩინოსანი სექსუალურ სკანდალში ეხვევა

გაეროს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაღრმავების დანაყოფის უფროსი მრჩეველი რავი კარკარუ სექსუალური შევიწროების საქმის ფიგურანტი გახდა. გამოცემა „ნიუსვიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მას სექსუალურ შევიწროებაში რვა მამაკაცი ამხელს. სავარაუდოდ, მის მიმართ შიდა გამოძიება ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შედეგები ამ დრომდე არ არის ცნობილი.

კარკარუს სახელი მხოლოდ ახლა გახმაურდა. როგორც ირკვევა, ის უვადო შვებულებაში იმყოფება. მისი აქტივობები არ ფიქსირდება სოციალურ ქსელებშიც. გაეროს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ გამოძიება მართლაც მიმდინარეობს, თუმცა არის თუ არა მისი ობიექტი კარკარუ, ამაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები