ტერორისტის თავდასხმას ავღანეთში ნატოს 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთის აღმოსავლეთში, ფარვანის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი დაიღუპა.არიან დაჭრილებიც. როგორც ალიანსის წარმომადგენლები განმარტავენ, თვითმკვლელმა ტერორისტმა პროვინციაში იერიში ალიანსის საპატრულო მისიაზე დღეს მიიტანა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფარვანის პროვინციაში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები