“ხანძრისას ადამიანების სიკვდილის მიზეზი არა მეხანძრეების დაგვიანება, არამედ სანაპიროზე თვითნებურად განაშენიანება გახდა”

“საბერძნეთის ტყეში გაჩენილი ხანძრისას, სანაპიროზე თვითნებურად განაშენიანება ათასობით ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა”, – ამის შესახებ ბი-ბი-სისთან ინტერვიუში საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, პანოს კამენოსმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მეხანძრეებისა და მაშველების დროულად მისვლის შეფერხების და სტიქიის დროს უამრვი ხალხის დაღუპვის მიზეზი.
შეგახსენებთ, საბერძნეთი ხანძრის დროს დაღუპულებს გლოვობს, რომლებიც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სტიქიას ემსხვერპლნენ. ოფიციალური მონაცემებით, ცეცხლში 83 ადამიანი დაიწვა, თუმცა გამომძიებლები ფიქრობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები