ბრიტანეთში, სამედიცინო სფეროში მარიხუანას ლეგალიზებას მოახდენენ
ბრიტანელი ექიმები შემოდგომაზე მარიხუანას შემცველი პრეპარატების რეცეპტით გამოწერას შეძლებენ, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა.
მისივე თქმით, მარიხუანას შემცველი მედიკამენტები უნდა შემოწმდეს მათი უსაფრთხოებისა და ხარისხის მიხედვით. ასეთი წამლის ლეგალურად მოხმარების მთავარ პირობად კი, სამედიცინო თვალსაზრისით, მისი განსაკუთრებული აუცილებლობა უნდა იყოს.
საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება.
მანამდე, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების საკონსულტაციო საბჭომ და მთავარმა ექიმმა სელი დევისმა, განაცხადეს, რომ სამედიცინო ჩვენებებით განსაკუთრებულ პაციენტებს, კანაფის ბაზაზე დამზადებულ პრეპარატებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ.