იოსიფ კობზონი რეანიმაციაში მოათავსეს

რუსი მომღერალი იოსიფ კობზონი რეანიმაციაშია გადაყვანილი. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. კობზონი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ დააწვინეს. მისი მეუღლე ირწმუნებოდა, რომ ის გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია. მომღერალი მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის ნეიროქირურგიის განყოფილებაში მკურნალობს.
კობზონი ცოტა ხნის წინაც საავადმყოფოში მოხვდა, ერთი თვის უკან კი აცხადებდა, რომ მშვენივრად გრძნობს თავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები