ათენში ძლიერი ხანძრის შემდეგ წყალდიდობას ებრძვიან (ფოტოკოლაჟი)
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ძლიერმა შტორმმა მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. სტიქიის შედეგად, დაიტბორა ქუჩები.
ზოგიერთ უბანში წლის დონემ 1 მეტრსაც კი მიაღწია. მეტეოროლოგები მომდევნო დღეებში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 140 ზარია შესული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, ათენი ძლიერ ხანძარსაც ებრძვის, რომელსაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.