თურქეთში, ძლიერი წვიმების შედეგად, 4- სართულიანი სახლი ჩამოინგრა (ვიდეო)

თურქეთში, სტამბულში ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ძლიერმა წვიმამ სახლს საძირკველი გამოაცალა და 24 ივლისის საღამოს შენობა ჩამოიშალა.
წინასწარი ვარაუდით, საცხოვრებელი სახლის ნგრევას, ახლომდებარედ მიმდინარე მშენებლობამაც შეუწყო ხელი.
თავდაპირველად გამაგრებული კედელი ჩამოიშალა, შემდეგ კი მთელი შენობა, მაშველებმა მაცხოვრებლების ევაკუაცია მოხდინეს, შედეგად დაშავებულები არ ფიქსირდებიან. შენობის მფლობელები და ადგილობრივი მთავრობა ნგრევის მიზეზს იკვლევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები