ჩინეთში, აშშ-ს საელჩოსთან აფეთქებისას თავდამსხმელი დაიჭრა
ამერიკული არხი CNBC ჩინეთში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელზე დაყრდნობით აქვეყნებს უახლეს ინფორმაციას პეკინში მომხდარი აფეთქების შესახებ. როგორც საელჩოს სპიკერმა არხს განუცხადა, ერთმა მამაკაცმა საელჩოს შენობის წინ ბომბი აამოქმედა. შედეგად დაიჭრა თავად თავდამსხმელი, სამოქალაქო პირებს და საელჩოს თანამშრომლებს შორის დაჭრილები ან დაღუპულები არ არიან.
„საელჩოს შენობის სამხრეთ აღმოსავლეთი კუთხის საჯარო სივრცეში აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეს იყო ერთი პირი, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. გარდა თავად ამ პირისა, არავინ დაშავებულა. მომხდარში ჩართულია ადგილობრივი პოლიცია.“
როგორც ჩინეთის სამართალდამცველები აცხადებენ, ეჭვმიტანილმა ასაფეთქებელი მოწყობილობა საელჩოს ახლოს აამოქმედა და ხელში დაიჭრა.