იუნკერს და ტრამპს ევროკომისიისა და აშშ-ის ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლა სურთ

ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟან-კლოდ იუნკერსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრაპს შორის, ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასასვლელად, ვაშინგტონში შეხვედრა შედგა, – ამის შესახებ ევროკომისიის და და აშშ-ის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“ჩვენ დღეს ვაშინგტონში ერთმანეთს შევხვდით, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის, ახალი, მჭიდრო მეგობრობის, ძლიერი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების ფაზაზე გადასასვლელად, რომელიც ორივე მხარისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის მომგებიანია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროკომისიამ გაავრცელა.
დოკუმენტში ასევე აღინიშნება, რომ ევროკომისიას და აშშ-ს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება სურთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები