პეკინში აშშ-ის საელჩოსთან, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

ჩინელი მომხმარებლების მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან, აფეთქება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც ახლომდებარე კვარტალი უკვე გადაკეტა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქუჩები კვამლით არის დაფარული, დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა, ავრცელებს New York Times-იც, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები