ზესტაფონში, ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სულ მალე 16 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება, რომელიც ქალაქის ქუჩების ასფალტის საფარით, ხოლო სოფლის გზების ბეტონის საფარით აღდგენას ითვალისწინებს. ამავე პროექტით გათვალისწინებულია კვალითის დასახლების რამდენიმე საცხოვრებელი ეზოს კეთილმოწყობა და სოფელ არგვეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ჯამში 8 კილომეტრზე ახალი გზა დაიგება და 2800 კვადრატულ მეტრზე ეზოები განახლდება.

„ქალაქის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულდა. ამჟამად დაბა შოროპანში, ფარნავაზისა და ვაჩნაძის ქუჩის აღდგენა მიმდინარეობს. გრუნტის საფარიან გზას, რომელიც მწყობრიდან იყო გამოსული, 530 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარიანი გზა ჩაანაცვლებს. ამავე ქუჩებზე ხდება წყლის მილების შეცვლა. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. რაც შეეხება ახალ პროექტებს, ტენდერები უკვე გამოცხადებულია და სულ მალე მუნიციპალიტეტში 16 ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება. იგი არა მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას მოიცავს, არამედ საცხოვრებელი ეზოებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას“, – აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ, დავით ჩირგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები