ბოკუჩავა – პრეზიდენტზე: როგორც დემოკრატიის ერთადერთი დარჩენილი შუქურა ამ ქვეყანაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასთან ინტენსიური კონსულტაციები

“პარტიები ვართ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებში პრეზიდენტთან”, – ამის შესახებ კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს.

“როგორც დემოკრატიის ერთადერთი დარჩენილი შუქურა ამ ქვეყანაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასთან ინტენსიური კონსულტაციები იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმოს მომდევნო რამდენიმე კვირა, როდესაც უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, – აღნიშნავს ბოკუჩავა.

ამ წუთებში, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ბარიერგადალახულ, ოპოზიციონერ ლიდერებს კონსულტაციებისთვის მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები