სალომე კურტანიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

9 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში მოყვარული მხატვრის, სალომე კურტანიძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ინფორმაციას ხელოვნების სასახლე ავრცელებს.
„ხატვა როდის დაიწყო აღარც კი ახსოვს, თითქოს მასთან ერთად დაიბადა და მას შემდეგ ერთად მოდიან
„გამოფენის იდეა და სათაური, „სამი ჯადოსნური სურვილი“, თავისთავად სიმბოლური დატვირთვისაა. ჩემი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი ჯადოსნურ თევზებს შეადგენს და მათი ჯადოსნური უნარი სწორედაც რომ სურვილების ასრულებაშია. როდესაც ადამიანს კეთილი სურვილები და ოცნებები აქვს, მასში ყოველთვის არსებობს ბავშვი. ჩემი ერთ-ერთი სურვილი პერსონალური გამოფენა იყო და, როგორც ხედავთ, ჩემი ოცნება ახდა.
გამოფენა ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჯერა კეთილი სურვილების ასრულების. ჩაიფიქრეთ“! – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები