სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა: ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

მილოცვა ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

„გულწრფელად გილოცავთ თქვენს შთამბეჭდავ გამარჯვებას და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას. ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ავაშენოთ ორმხრივი სომხეთ-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ინტერესებზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები