გორის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი “ჩემი სოფლის ორნამენტი” გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი “ჩემი სოფლის ორნამენტი” გრძელდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„პროექტში სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის 30 – მდე მოსწავლეა ჩართული. ისინი ხეზე კვეთას სწავლობენ. სასწავლო პროცესი 6 თვიანია და ნოემრის ბოლოს სრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ გაიმართება მოზარდების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა.
პროექტი ახალდაბის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანი პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებაა, რაც სამომავლოდ მოსწავლეებს დასაქმებაში დაეხმარება.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები