ქალაქ ბოლნისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან და ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, დიმიტრი მოდებაძესთან, ერთად ქალაქ ბოლნისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებული პროექტი მოინახულა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა 320 გრძივი მეტრი გზა, ასევე, შეიცვალა საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები და ღობეები.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 564 000 ლარი შეადგინა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები