გორდულაძე – ოპოზიციაზე: ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მარცხი საკუთარ თავს კი არ დააბრალონ, არამედ პრობლემა ნახონ ცესკოში, კანონმდებლობაში, გაჟონილ მელანში

“მათ არ შეუძლიათ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არჩევნებში დამარცხდნენ და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს თავიანთი მარცხი საკუთარ თავს კი არ დააბრალონ, არამედ პრობლემა ნახონ ცესკოში, კანონმდებლობაში, გაჟონილ მელანში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც რადიკალური ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ შეაფასა.

„ათას ტყუილს იგონებენ და ამ ტყუილებზე ცდილობენ თვითონვე გაბრაზდნენ, მაგრამ ერთადერთი ვინც ბრაზდება ისევ თავიანთი ამომრჩეველია, რომელიც ელოდა, რომ გეგმა დაისახებოდა, გეგმის სახით კი მივიღეთ ორი ნათქვამი – ერთი რომ მათი გეგმა ბატონი ხაზარაძე ყოფილა, მეორე კი ის, რომ რუსული რუბლების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, რასაც ვეთანხმებით და შესაძლებელია, რომ მათ ელენე ხოშტარიას მოუწყონ აქციები, რადგან ერთადერთი ადამიანი, რომელსაც რუსული რუბლებით შეუძლია ქართულ პოლიტიკაში ისულდგმულოს, ელენე ხოშტარიაა.

რა თქმა უნდა, აშშ-ის არჩევნები გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. აშშ ჩვენთვის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სიხარულს, გამომდინარე იქიდან, რომ ტრადიციულმა ღირებულებებმა და მშვიდობამ გაიმარჯვა აშშ-ის არჩევნებში ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის არჩევნებში“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები