ლეგენდარული მევიოლინე – გიდონ კრემერი და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი კონცერტს გამართავენ

სახელგანთქმული მევიოლინე გიდონ კრემერი ქართველი მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება. 7 ნოემბერს, 20:00 საათზე, გიდონ კრემერი კონცერტს თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართავს. ინფორმაციას თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ავრცელებს.
კონცერტს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.
პირველ განყოფილებაში შესრულდება გია ყანჩელის Twilight – ორი ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისათვის და შუბერტის „პოლონეზი“.
სოლისტები იქნებიან: გიდონ კრემერი და მადარა პეტერსონე, ხოლო მეორე განყოფილებაში შესრულდება მ. ვაინბერგის სავიოლინო კონცერტი „სოლ მინორი“.
აღსანიშნავია, რომ მაესტრო კრემერი გია ყანჩელის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი იყო და მასვე ეკუთვნის მისი არაერთი სავიოლინო თხზულების პირველი ჩანაწერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები