“ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი” – ვაჟა სირაძე

სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციისთვის მზადება მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, სამართალდამცველები საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფენ.

„ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი.
პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს“, — აცხადებს ვაჟა სირაძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები