„პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს“ – ჩინეთის საგარეო უწყებამ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ჩინეთი პატივს სცემს ამერიკელი ხალხის არჩევანს და ულოცავს დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, – ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ვულოცავთ ბატონ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას“, – აღნიშნულია დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.